ავტორი:

საკოორდინაციო საბჭოში არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნას

საკოორდინაციო საბჭოში არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნას

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნას.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება, პირბადის ტარების ვალდებულების საკითხი გადაიხედება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკეთესობის ტენდენციას აჩვენებს და როგორც კი ეს ტენდენცია მყარი იქნება და მყარი საფუძველი გვექნება, ცხადია, პირბადის ტარების ვალდებულებების გადახედვაც მოხდება,“ - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.