ავტორი:

"საქართველო უკრაინის გვერდით დგას" - პრეზიდენტის სასახლის ფასადზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს

"საქართველო უკრაინის გვერდით დგას" - პრეზიდენტის სასახლის ფასადზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ფასადზე უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად, უკრაინისა და საქართველოს დროშები გადმოიფინა. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებენ.

"პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად, უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა.

საქართველო უკრაინის გვერდით დგას და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას!", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.