ომის მოლოდინში - ევაკუირებული ადამიანები, მოხალისეთა წვრთნები და სამხედროები: ფოტოები უკრაინიდან გაზრდილი საფრთხის ფონზე
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიების, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. პუტინმა რუს "სამშვიდობოებს" აღნიშნულ ტერიტორიებზე შესვლის ბრძანება მისცა.
"ომის ზღვარზე" - ასე უწოდებენ მედიაში შექმნილ ვითარებას.
დასავლური სამყარო გმობს რუსეთის ნაბიჯს და ქვეყანას სანქციებით ემუქრება.
თვალი გადავავლოთ ფოტოებს, რომლებზეც უკრაინაში შექმნილი ვითარებაა აღბეჭდილი:
ბავშვი მატარებლის მტვრით დაფარული ფანჯრიდან. ფოტო გადაღებულია იმ დროს, როცა მოსახლეობა ოკუპირებულ დონეცკს ტოვებს. 20 თებერვალი. REUTERS
ფოტოზე ნაჩვენებია დროებითი განსახლების ცენტრი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონიდან. 21 თებერვალი. REUTERS
63 წლის ვალერი გვიჩვენებს შენობას, რომელიც 20 თებერვალს, დონეცკის ოლქის სოფელ ტარამჩუკში დაბომბვის შედეგად დაზიანდა - REUTERS/
ფოტოზე ჩანს სკოლის შენობის ჩამსხვრეული ფანჯარა, რომელიც ბოლოდროინდელი დაბომბვის შედეგად დაზიანდა, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკში - 21 თებერვალი. REUTERS
ევაკუირებული ადამიანები, რომლებიც დროებითი განსახლების ცენტრისთვის საბუთებს წარადგენენ. როსტოვი. 20 თებერვალი. REUTERS
სამოქალაქო პირების სამხედრო წვრთნებისას მოსახლეობა პირველად დახმარებას სწავლობს. კიევი. 20 თებერვალი. REUTERS
პოლონეთში განლაგებული აშშ-ის არმიის ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის საზღვართან დაბანაკდნენ. 21 თებერვალი. REUTERS/
უკრაინელი სამხედრო ფრონტის პირველ ხაზზე. დონეცკი, უკრაინა, 20 თებერვალი - REUTERS
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ჩანს ფრონტის ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოლუჰანსკესთან, უკრაინა, 20 თებერვალი. REUTERS
ქალი ავტობუსისკენ მიემართება, რომელიც ადგილობრივების ევაკუაციისთვისაა გამოყოფილი. დონეცკი. 18 თებერვალი. REUTERS
დაბომბვის შედეგად დაზიანებული საბავშვო ბაღის ინტერიერი. ლუგანსკის რეგიონი. REUTERS
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედროებს ხვდება. დონეცკის რეგიონი. 17 თებერვალი. REUTERS