ავტორი:

შანაი ბრუკის მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა მსხვერპლს დანით 13 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ დანა გაუტყდა და გაგუდვით მოკლა

შანაი ბრუკის მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა მსხვერპლს დანით 13 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ დანა გაუტყდა და გაგუდვით მოკლა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განცხადებით, ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი ძმის ცოლს შვილის მკვლელობით დაემუქრა.

აღნიშნულის შესახებ ქობულაძემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

როგორც პროკურორმა განმარტა, მკვლელობის ჩადენის შესახებ მურსაკულოვმა ოჯახის წევრებს უამბო და მისი გამჟღავნების შემთხვევაში, მათ შურისძიებით - შვილის მოკვლით დაემუქრა. ქობულაძის განმარტებით, ბრალდებულმა შანაი ბრუკის დანით 13 ჭრილობა მიაყენა, მათგან 5 კისრის არეში იყო, რაც მკვლელობის განზრახვას ადასტურებს.

პროკურორის თქმით, მურსაკულოვს დანა გაუტყდა, რის შემდეგადაც ის გაგუდვით მოკლა. შემდეგ კი, მსხვერპლის გვამი დამალა. დაცვის მხარის განცხადებით, მურსაკულოვი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მიიჩნევს, ბრალდებას აღიარებს და ინანიებს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და გარკვეულ პრეპარატებს იღებდა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა მურსაკულოვმა იტირა.