უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო თხოვნა უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.
"პრესკონფერენციის შემდეგ განვიხილავ და ვიმუშავებ ამ საკითხზე და არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ რუსეთის ფედერაციის ესკალაციის საპასუხო ჩვენს ეფექტურ ნაბიჯებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.