ავტორი:

გერმანიამ გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა

გერმანიამ გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაზსადენის, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”უახლესი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გადავაფასოთ სიტუაცია, განსაკუთრებით „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-თან დაკავშირებით”, - აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს სთხოვა, გადაედგა ნაბიჯები, რათა ამ მომენტში სერტიფიცირების პროცესი აღარ გაგრძელდეს.

"ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები გააკეთებენ ახალ შეფასებას მიწოდების უსაფრთხოების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რაც შეიცვალა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში,“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების- დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.