ავტორი:

"ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ გაერთიანებული სამეფოში, გაიყინება" - რა სანქციებს უწესებს ბრიტანეთი რუსულ ბანკებს

"ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ გაერთიანებული სამეფოში, გაიყინება" - რა სანქციებს უწესებს ბრიტანეთი რუსულ ბანკებს

"ბრიტანეთი ხუთ რუსულ ბანკს და სამ ფიზიკურ პირს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, გენადი ტიმჩენკოს სანქციებს უწესებს" - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტში განაცხადა.

"ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ გაერთიანებული სამეფოში, გაიყინება და სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა”, - აღნიშნა ჯონსონმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის საბაბს ქმნის.

"ეს არის პირველი ნაწილი იმისა, რის გასაკეთებლადაც მზად ვართ. უნდა მოვემზადოთ პუტინის გეგმის შემდეგი შესაძლო ეტაპებისთვის. პუტინი ქმნის საბაბს სრულმასშტაბიანი შეტევისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, სანქცირებული ბანკებია: Rossiya, IS Bank-ი, General Bank-ი, Promsvyazbank-ი და Black Sea Bank-ი.