ავტორი:

რას ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების პაკეტი, რომელსაც ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები განსახილველად დღეს წარადგენენ

რას ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების პაკეტი, რომელსაც ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები განსახილველად დღეს წარადგენენ

"რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად და გაგზავნოს რუსული ჯარები უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში უკანონო და მიუღებელია, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს" - ამის შესახებ ევროპული კომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ინფორმაციის თანახმად, დღეს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა, უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობით რის შემდეგაც, სანქციების პირველ პაკეტს განსახილველად ოფიციალურად წარადგენენ.

ამის შემდეგ შესაბამისი ორგანოები შეიკრიბებიან პაკეტზე საბოლოო შეთანხმების "დაუყოვნებლივ გასაფორმებლად“.

"პაკეტი შეიცავს წინადადებებს: სანქციები დაუწესდეს მათ, ვინც მონაწილეობდა უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში; ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო და სხვა ოპერაციებს აღნიშნულ ტერიტორიებზე; შეზღუდოს რუსეთის სახელმწიფოსა და მთავრობის წვდომა ევროკავშირის კაპიტალსა და ფინანსურ ბაზრებზე, ესკალაციის გამომწვევი და აგრესიული პოლიტიკის დაფინანსება; შეზღუდოს ორი სეპარატისტული რეგიონიდან ევროკავშირში და ევროკავშირიდან ამ რეგიონებში ვაჭრობა, უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელმა პირებმა ცხადად იგრძნონ თავიანთი უკანონო და აგრესიული ქმედებების ეკონომიკური შედეგები,“- ნათქვამია ინფორმაციაში.