რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ეხმაურება გერმანიის გადაწყვეტილებას გაზსადენ "ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ისთვის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ და ევროპას ბუნებრივ აირზე ფასის მატების შესახებ აფრთხილებს.
"გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოსცა ბრძანება გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ის“ სერტიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ. კარგი, კეთილი იყოს მამაც სამყაროში თქვენი მობრძანება, სადაც ძალიან მალე ევროპელებს მოუწევთ 2 000 ევროს გადახდა 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზისთვის“ - წერს მედვედევი "ტვიტერის“ გვერდზე.
ცნობისთვის, დღეს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ "ჩრილოეთი ნაკადი-2-ის“ გაზსადენის სერტიფიცირება შეჩერდება უკრაინის აღმოსავლეთში მოსკოვის ქმედებების საპასუხოდ.
"რაც შეეხება უკანასკნელ მოვლენებს, ჩვენ გვჭირდება ვითარების გადაფასება "ჩრდილოეთი ნაკადი-2-თან“ დაკავშირებით. ეს ძალიან ტექნოკრატიულად ჟღერს, მაგრამ ეს აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯია, რათა შეჩერდეს გაზსადენის სერტიფიცირება“ , - განაცხადა შოლცმა.