ავტორი:

"სპეკულაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი იმპერიულ საზღვრებში აპირებს იმპერიის აღდგენას, სიმართლეს არ შეესაბამება" - რაზე ისაუბრეს ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა

"სპეკულაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი იმპერიულ საზღვრებში აპირებს იმპერიის აღდგენას, სიმართლეს არ შეესაბამება" - რაზე ისაუბრეს ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა ალიევს განუცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი იმპერიის საზღვრების აღდგენას არ აპირებს.

"სპეკულაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი იმპერიულ საზღვრებში აპირებს იმპერიის აღდგენას, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ყველა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიარა. ისეთ უმწვავეს სიტუაციებშიც კი, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარება, ჩვენ ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდით, ამ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პუტინმა. შეხვედრის დროს ილჰამ ალევმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება და ის აფასებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რომელიც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარდა.