ავტორი:

"რუსეთს არ შეეძლო მოეთმინა დონბასის ხალხის გენოციდი... მინსკის შეთანხმებები არ არსებობს - კიევმა მოკლა" - ვლადიმერ პუტინი

"რუსეთს არ შეეძლო მოეთმინა დონბასის ხალხის გენოციდი... მინსკის შეთანხმებები არ არსებობს - კიევმა მოკლა" - ვლადიმერ პუტინი

მინსკის შეთანხმებები უკვე აღარ არსებობს. ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთი დაინტერესებული იყო მინსკის შეთანხმებების რეალიზებაში, რადგან ეს კომპრომისის შედეგია.

"უკრაინის ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ არ შეასრულებენ მინსკის შეთანხმებებს. რუსეთს არ შეეძლო კვლავაც მოეთმინა დონბასის ხალხის გენოციდი. მინსკის შეთანხმებები მოკლა კიევმა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე რუსეთი აღიარებდა ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკები“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ევროპამ ვერ შეძლო კიევის იძულება, შეესრულებინა "მინსკი-2“, ამიტომ სხვა გამოსავალი გარდა ამ "რესპუბლიკების“ აღიარებისა, არ იყო.