ავტორი:

ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - შეზღუდვების პირველი პაკეტი დუმის 351 დეპუტატსა და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო

ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - შეზღუდვების პირველი პაკეტი დუმის 351 დეპუტატსა და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ერთხმად მიიღეს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელის თქმით, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს.

ამასთან, სანქციები დაუწესდა 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ თანახმაა რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს.