ავტორი:

მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში - ნონა მამულაშვილმა "30 ვერცხლის" სიმბოლოდ მალხაზ თოფურიას ხურდები შეაყარა, საპასუხოდ თოფურიამ მას ჭიქა ესროლა

მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში - ნონა მამულაშვილმა "30 ვერცხლის" სიმბოლოდ მალხაზ თოფურიას ხურდები შეაყარა, საპასუხოდ თოფურიამ მას ჭიქა ესროლა

"ჯორჯიან თაიმისის" ეთერში ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი და "ვეტერანთა ლეგიონის“ წარმომადგენელი მალხაზ თოფურია. მამულაშვილმა თოფურიას ხურდა ფული შეაფარა და უთხრა, რომ ეს მისთვის განკუთვნილი "30 ვერცხლი" იყო. ამის შემდეგ თოფურიამ მას ჭიქა ესროლა.

მალხაზ თოფურია ვლადიმერ პუტინისთვის მიწერილი წერილის 53 ხელმომწეთაგან ერთ-ერთია. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ხელმომწერები ემხრობიან საქართველოს და უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტს და რუსეთთან ურთიერთობის დათბობა სურთ.

ნონა მამულაშვილმა აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით თქვა, რომ ვინც რუსეთზე ასეთი ტონალობით საუბრობს, ის მისთვის საქართველოს მოქალაქე არ იქნება. მისივე თქმით, ქვეყანას, რომელმაც საქართველოს მოსახლეობა დახოცა და ამას დღესაც აგრძელებს, მონურად არ უნდა ელაპარაკო.

ამ რეპლიკის საპასუხოდ მალხაზ თოფურიამ მას „პროფესიონალი პროვოკატორი“ უწოდა.