ავტორი:

"ვინ არის პასუხისმგებელი ომზე, 2008 წლიდან მოყოლებული ბევრჯერ ძალიან ნათლად მითქვამს: მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა" - სალომე ზურაბიშვილი

"ვინ არის პასუხისმგებელი ომზე, 2008 წლიდან მოყოლებული ბევრჯერ ძალიან ნათლად მითქვამს: მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა" - სალომე ზურაბიშვილი

"ვინ არის პასუხისმგებელი ომზე, 2008 წლიდან მოყოლებული ბევრჯერ ძალიან ნათლად მითქვამს, მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა, რუსეთმა გადმოაბიჯა, საქართველოს არ გადაუბიჯებია იმ მხარეს, ყველა კონფლიქტისთვის რუსეთი არის დასადანაშაულებელი" - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფრანს პრესის“ ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც მას 2009 წლის განცხადება გაახსენა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს რუსეთის პროვოკაციებზე ზედმეტად რეაგირებაში ადანაშაულებდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლიტიკური დისკუსიები გულისხმობს პროვოკაციების მაქსიმალურად თავიდან აცილებას და ამას ყველა უნდა ეცადოს მიუხედავად იმისა, ეს წარმატებული იქნება თუ არა.

"უპირველეს ყოვლისა თქვენი ციტატა არის ფრაგმენტი, ეს შიდა დისკუსია იყო, მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი ომზე 2008 წლიდან მოყოლებული ბევრჯერ ძალიან ნათლად მითქვამს, მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა, რუსეთმა გადმოაბიჯა საქართველოს არ გადაუბიჯებია იმ მხარეს, ყველა კონფლიქტისთვის რუსეთი არის დასადანაშაულებელი, ჩემი წუხილი სხვა რაღაცას ეხება, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, როდესაც პროვოკაცია იწყება. მე იქ ვიყავი, როდესაც ჩამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ არ წამოეგოთ პროვოკაციებსო. ჩვენ გაკვეთილად მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ ზელენსკის ქმედებებიდან, ძალიან ფრთხილად დგამს ნაბიჯებს, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს. რუსეთი ასეთია, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკური დისკუსიები გულისხმობს მთავრობის მიერ პროვოკაციების თავიდან აცილებას მაქსიმალური დოზით. მიუხედავად იმისა ეს წარმატებული იქნება თუ არ იქნება, ყველა უნდა ეცადოს და ეს იყო ჩემი საუბრის სულისკვეთება.

კიდევ ერთი რამ არის, რაც ზელენსკიმ გააკეთა, თუ გვინდა, რომ ისტორიის რაკურსებში შევიდეთ, მობილიზაცია მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის, სრული მობილიზაცია, სანამ რამე მოხდებოდა და საქართველოს შემთხვევაში უსაფრთხოების საბჭო რუსეთმა მოიწვია იმის წინ, ვიდრე საქართველო მოიწვევდა, 2008 წელს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, ზელენსკის რომ რეაგირება მოეხდინა რუსეთის პროვოკაციაზე, იგივე პასუხს მიღებდა თუ არა რა პასუხიც 2008 წელს საქართველომ მიიღო, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ "მე არ მინდა ვარაუდები გამოვთქვა, ეს არ არის ჩემი როლი და ფუნქცია, ზელენსკიმ ყველაფერი სცადა, მაგრამ რუსეთის რეაქცია უფრო მეტი იყო ჩვენს შემთხვევაში იმიტომ, რომ ჩვენ პირდაპირ აღიარების შედეგი გვქონდა“.