ავტორი:

აშშ რუსული აგრესიის წინააღმდეგ - ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჯარისკაცებსა და სამხედრო ტექნიკას გზავნის, რუსეთს კი სანქციებს უწესებს

აშშ რუსული აგრესიის წინააღმდეგ - ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჯარისკაცებსა და სამხედრო ტექნიკას გზავნის, რუსეთს კი სანქციებს უწესებს

"აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება ევროპაში ჯარების გადანაწილების შესახებ ითვალისწინებს 800 ქვეითი ჯარისკაცის გაგზავნას ბალტიის რეგიონში და რვა F-35 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე" - Reuters-ის ინფორმაციით ამის შესახებ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ასევე გაგზავნის 32 AH-64 Apache მოიერიშე შვეულმფრენებს ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში.

“ამ დამატებითი პერსონალის გადანაწილება ხდება ჩვენი ნატოელი მოკავშირეების გასამხნევებლად, ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შესაჩერებლად და მასპინძელი ქვეყნის ძალებთან წვრთნების გამართვის მიზნით”, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა.

ჯო ბაიდენმა გუშინ განაცხადა, რომ მან, ბალტიის ქვეყნების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის ძალების და სამხედრო ტექნიკის ევროპაში დამატებითი გადაადგილების ნებართვა გასცა.

"დღეს, რუსეთის აღიარების საპასუხოდ, რომ არ გამოიყვანს თავის ძალებს ბელარუსიდან, აშშ-ის ძალებისა და აღჭურვილობის, რომლებიც უკვე განლაგებულია ევროპაში, დამატებითი გადაადგილების ნებართვა გავეცი, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ბალტიელი მოკავშირეები: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა”, - განაცხადა ბაიდენმა.

გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა სანქციათა პაკეტი შეიმუშავა რუსეთის წინააღმდეგ. მან თავის გუშნდელ გამოსვლაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს "რუსული შეჭრის დასაწყისი" უწოდა და დაასახელა სანქციების ჩამონათვალი, რასაც თავადვე უწოდა აშშ-ს სანქციების "პირველი ტრანში" რუსეთის წინააღმდეგ. შეზღუდვები შეეხება მათ შორის ორ ფინანსურ ინსტიტუტს, რუსეთის სუვერენულ ვალს და რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს.

"ჩვენ ვახორციელებთ სრულ დამბლოკავ სანქციებს ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე.

ჩვენ ვახორციელებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვწყევტთ რუსეთის მთავრობის დასავლურ დაფინანსებას, მას აღარ შეეძლება ფულის მოზიდვა დასავლეთიდან და ვერ ივაჭრებს თავის ახალი ვალით ჩვენს ან ევროპულ ბაზრებზე.

ჩვენ ასევე ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი.

ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, იმის უზრუნველსაყოფად, რომ Nord Stream 2 არ გაგრძელდეს“, - განაცხადა მან.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ თუ რუსეთი "გააგრძელებს აგრესიას", შესაძლოა დამატებითი სანქციები მოჰყვეს.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ გაგზავნის დამატებით ჯარებსა და აღჭურვილობას ევროპაში აშშ-ის მოკავშირეების "გაძლიერების მიზნით“.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ კვლავ ღიაა დიპლომატიისთვის.

"აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ღიაა დიპლომატიის მიმართ”, - თქვა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ აწესებს სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათთვის, რომლებიც კრემლის პოლიტიკას იზიარებენ.

"ჩვენ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე, ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი - ვიმუშავეთ გერმანიასთან, რომ Nord Stream 2 არ გაგრძელდეს, - ამის შესხებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი გამოაცხადა.

"რუსეთის ქმედებების გამო, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, იმის უზრუნველსაყოფად, რომ Nord Stream 2 , როგორც დაგპირდით, არ გაგრძელდეს. რუსეთი გადაიხდის უფრო ძვირ ფასს, თუ ის გააგრძელებს აგრესიას", - თქვა ბაიდენმა.

როგორც ცნობილია, გერმანიამ განაცხადა, რომ აჩერებს გაზსადენის "Nord Stream 2"-ის სერტიფიცირებას აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის ქმედებების გამო.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.