"ვხედავთ, რამდენად რთულია საერთაშორისო ვითარება, რა საფრთხეებს ქმნის არსებული გამოწვევები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლის სისტემის შესუსტება ან ნატო-ს ბლოკის სამხედრო აქტივობა" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც მან „სამშობლოს დაცვის დღესთან“ დაკავშირებით გაავრცელა.
მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის მზად არის „პირდაპირი და გულწრფელი“ დიალოგისთვის, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მისთვის უპირობოა.
"ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის, ყველაზე რთული პრობლემების დიპლომატიურად გადაჭრის გზის გამოსაძებნად, მაგრამ ვიმეორებ: რუსეთის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის უპირობოა. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ფლოტის განვითარებას და გაუმჯობესებას", - დასძინა პუტინმა.