ჩინეთმა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის არ გაიმეორებს მსგავს ზომებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის აზრით, მსგავსი ზომები „პრობლემების გადასაჭრელად ფუნდამენტური და ეფექტური გზა არასდროს არის".
კითხვაზე, განიხილავს თუ არა ჩინეთი მსგავსი ზომების შემოღებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა: ”თქვენ აშკარად არ გაქვთ ჩინეთის მთავრობის პოლიტიკის შესახებ მცირედი ინფორმაციაც კი ”.
"ჩვენ გვჯერა, რომ სანქციები არასოდეს არის ფუნდამენტური და ეფექტური გზა პრობლემების გადასაჭრელად. ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგება ნებისმიერ უკანონო ცალმხრივ სანქციებს", - აღნიშნა პრესსპიკერმა და გაიმეორა, რომ მხარეებმა უნდა მოძებნონ დიალოგის გადაწყვეტის გზა.
პრესსპიკერმა კომენტარი გააკეთა მანამდე აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ.
"გადაჭრეს პრობლემა? მსოფლიო უკეთესია აშშ-ს სანქციების გამო? გადაწყდება თუ არა უკრაინის პრობლემები ავტომატურად რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დაწესებით? იქნება თუ არა ევროპის უსაფრთხოება უფრო დაცული რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შედეგად? ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვცადოთ პრობლემის მოგვარება დიალოგისა და მოლაპარაკების გზით“, -განაცხადა პრესსპიკერმა.