ავტორი:

"რატომ არ ვითხოვთ ზუსტად იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მიმართ, როგორც დონეცკსა და ლუგანსკს დაუწესეს?!" - მიხეილ სააკაშვილი

"რატომ არ ვითხოვთ ზუსტად იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მიმართ, როგორც დონეცკსა და ლუგანსკს დაუწესეს?!" - მიხეილ სააკაშვილი

"რატომ არ ვითხოვთ ზუსტად იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მიმართ, როგორც ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დააწესეს?! 2008 წელს, აშშ-ის პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ მოამზადა ასეთი სანქციების პაკეტი, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, მათი ხელმოწერა გადაიფიქრა" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მის პირად გვერდზე გავრცელდა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ახლა მთავრობის მიერ სანქციების არმოთხოვნა უხეში შეცდომაა.

"რატომ არ ვითხოვთ ზუსტად იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მიმართ, როგორც ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დააწესეს?! 2008 წელს, აშშ-ის პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ მოამზადა ასეთი სანქციების პაკეტი, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, მათი ხელმოწერა გადაიფიქრა.

ახლა მთავრობის მიერ სანქციების არმოთხოვნა უხეში შეცდომაა. თუ იგივე სანქციები დაწესდება, ვეღარავინ ააშენებს სასტუმროებს აფხაზეთში, არ მოიწვევს სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს და "მოქალაქეებს". მათ მოგზაურობა მხოლოდ რუსეთში შეეძლებათ და ეს საბოლოოდ ძალიან გაამყარებს საქართველოს შანსებს რეგიონების მშვიდობიან რეინტეგრაციაზე.

მე, როგორც უკრაინის ნაციონალური რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, არაერთხელ ვყოფილვარ "იუჟმაშში", დნიპროში. ეს ის საწარმოა, რომელსაც სარაკეტო და ბირთვული ტექნოლოგია აქვს. დიდ საიდუმლოს არ გავთქვამ თუ ვიტყვი, რომ ქვეყანას არ სჭირდება ბირთვული იარაღის შექმნა, მათ შეუძლიათ ისეთი რაკეტების ძალიან სწრაფად წარმოება, რომლებსაც ექნება ძალიან მძლავრი დამრტყმელი არაბირთვული მუხტი, რომელიც სამიზნეს ტაქტიკური ბირთვული რაკეტების დონეზე ანადგურებს. ასევე, უკრაინას აქვს უამრავი სხვა, არამხოლოდ საბჭოთა, არამედ ახალი ტექნოლოგია.

„უკრაინბორომპრომის" ხელმძღვანელმა, ჩემმა ძველმა მეგობარმა იური გუსევმა, რომელიც თავის დროზე პოროშენკომ მხოლოდ იმიტომ მოხსნა, რომ საჯაროდ დაუჭირა მხარი ჩემს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას და ზელენსკიმ დააბრუნა, გაატარა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. მან ასევე, ჩემი რეკომენდაციით, მრჩევლად მიიწვია ჩვენი "დელტას" ერთ-ერთი შემქმნელი რევაზ ჭარბაძე. მე ველი, რომ ისინი ძალიან მალე მოახდენენ გარღვევას. მათ ჯერ კიდევ ჰყავთ სუპერ სპეციალისტები და აქვთ დიდი პოტენციალი”, - აცხადებს სააკაშვილი.