ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ბიზნესმენ ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხელყუმბარა შეაგდეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიდინა დანაშაული.
როგორც ირკვევა, აფეთქების დროს სახლში ჯემალ ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა საცხოვრებელი სახლის კედელი და ფანჯრები.
თავად დაზარალებული ნიაზოვი მომხდარ ფაქტს საკუთარი ძმის მხრიდან შურისძიებას უკავშირებს. ამის თაობაზე მან "რუსთავი 2"-თან განაცხადა.
"მომხდარს ჩემი ძმის მხრიდან შურისძიებას ვუკავშირებ. ჩვენ ადრე გვქონდა უკმაყოფილება, ჩემს შვილს მოტყუებით გააფორმებინა ბაზარი თავის სახელზე, რომ წილში შეეყვანა,"- განაცხადა ჯემალ ნიაზოვმა.
მეზობლებს კი, მომხდართან დაკავშირებით მიზეზებზე საუბარი უჭირთ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ აფეთქების დროს ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ სახლში.