ავტორი:

დიზაინერ გიორგი მასხულიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა

დიზაინერ გიორგი მასხულიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიზაინერ გიორგი მასხულიას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 - ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები საპატიმროში გირაოს საფასურის გადახდამდე დარჩებიან.

ბრალდების მხარე მათთვის 5000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. დღევანდელ პროცესს ორივე მხარე დისტანციურად ესწრებოდა.

დანაშაული 21 თებერვალს მოხდა.

"კლუბ "ოთახში“, ახვლედიანის # 6-ში, თავს დამესხა სამი ადამიანი და პოლიცია არ რეაგირებს. სასწრაფოდ სამივე მომიყვანეთ და დაიჭირეთ. "ჰელსიკორის“ საავადმყოფოში ვარ", - აცხადებდა მასხულია სოცქსელში მის მიერვე გავრცელებულ ვიდეოში.

ცნობისთვის, პოლიციამ დიზაინერ გიორგი მასხულიას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამი პირი: 1997 წელს დაბადებული თ.ქ., 1995 წელს დაბადებული ი.ა. და 1987 წელს დაბადებული დ.ბ. დააკავეს. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობა ედებათ ბრალად, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.