ავტორი:

"ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა სააკაშვილის გადაცემა" - ლევან ხაბეიშვილი

"ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა სააკაშვილის გადაცემა" - ლევან ხაბეიშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაცემა, თუ ეს ასე არ არის, ღარიბაშვილმა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განცხადება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისთან განაცხადა, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

ხაბეიშვილის თქმით, შეუძლებელია უკრაინის მხარდაჭერაზე საუბარი მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ რუსეთის მთავარი მტერი და უკრაინის მოკავშირე მიხეილ სააკაშვილი მძევლად ჰყავს აყვანილი.

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამაზე საუბრობენ კონსილიუმის წევრი ექიმებიც, საუბარი არ არის იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ან წარმომადგენლებმა მოვიფიქრეთ რამე. ექიმები ამბობენ, რომ ამ პირობებში სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, სააკაშვილს არ მკურნალობენ მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა და წამება. არ უშვებენ სპეციალისტებს - არც კონსილიუმის წევრ ექიმებს და არც ჰოლანდიელ ექიმებს, რადგან დასკვნის შედეგად ცხადი გახდება სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობა და წამება. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა, რომ სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, გამომდინარეობს ექიმების რეკომენდაციიდან.

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაცემა, თუ ეს ასე არ არის ღარიბაშვილმა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განცხადება, მეტსაც გეტყვით, ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით ემალება პრეზიდენტ ზელენსკის. ამ დრომდე რუსეთის მთავარი მტერი და უკრაინის მოკავშირე მიხეილ სააკაშვილი მძევლად ჰყავს „ქართულ ოცნებას“ აყვანილი და რომელ მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ?“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.