ავტორი:

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შსს-მ თბილისში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობითვე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი.ბ. თბილისში მომხდარ ნ.კ.-ს მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გ.კ.-სთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, დადგინდა, რომ ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გ.კ.-ს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ ა.ჭ.-ს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ი.ბ.-მ პოლიციას ამის შესახებ არ შეატყობინა.

ამასთან, დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.