ავტორი:

"ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით,  არ მაქვს საფუძველი, რომ რაიმე საფრთხე გვემუქრება" - პრემიერი

"ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით,  არ მაქვს საფუძველი, რომ რაიმე საფრთხე გვემუქრება" - პრემიერი

სამწუხაროდ, ის რაც იქნა დაშვებული და თავიდან ვერ აცილებული 2008 წელს, ეს შეცდომა და ტრაგედია კარგად გვახსოვს, მინდა გავიხსენო რამდენიმე დღის წინ კონდოლიზა რაისის ინტერვიუ, რომელიც CNN-ის ეთერში გავრცელდა, სადაც ის ახსენებს, რომ ამერიკის მთავრობა იმდროინდელ პრეზიდენტს, სააკაშვილს არწმუნებდნენ, რომ რუსეთი აპირებდა ომს და სააკაშვილს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ომის ასაცილებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს იმის თქმის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ საქართველოს საფრთხე ემუქრება.

"ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენს რეგიონში და ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზით, მე არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება. საფრთხე უკვე განხორციელდა 2008 წელს, როცა ჩვენ ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ის ომი, რომლის თავიდან აცილებაც წინა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. რომლის შედეგიც არის ორი ისტორიული რეგიონის სოხუმის და ცხინვალის აღიარება, კოდორის ჩაბარება, სოფლების მიტაცება და ოკუპაცია. ოკუპაცია, რომელიც გრძელდება, უბედური ტრაგიკული ომის შედეგია, რომელიც სამწუხაროდ და საუბედუროდ ვერ იქნა თავიდან აცილებული. სხვა დამატებით საფრთხეს დღეს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ჩვენი მთავარი ოცნება ქვეყნის გამთლიანება უნდა იყოს.

"სამწუხაროდ, ის რაც იქნა დაშვებული და თავიდან ვერ აცილებული 2008 წელს, ეს შეცდომა და ტრაგედია კარგად გვახსოვს. მინდა გავიხსენო რამდენიმე დღის წინ კონდოლიზა რაისის ინტერვიუ, რომელიც CNN-ის ეთერში გავრცელდა, სადაც ის ახსენებს, რომ ამერიკის მთავრობა იმდროინდელ პრეზიდენტს, სააკაშვილს არწმუნებდნენ, რომ რუსეთი აპირებდა ომს და სააკაშვილს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ომის ასაცილებლად. სხვა ამერიკელი მეგობრების კომენტარებიც მახსოვს, რომ ომი გარდაუვალი არ იყო 2008 წელს და ომის აცილება სავსებით შესაძლებელი იყო. ჩემთვის სახელმძღვანელო არის ის ის კაპიტულანტური, მოღალატეობრივი დოკუმენტი - რეზოლუცია, რომელზეც სააკაშვილის დავალებით მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა, სადაც ნათლად წერია, რომ სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო, ამ ყველაფერზე ხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ მოაწერა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „გაუთვლელ პროვოკაციას მოჰყვა აღიარება“.

"დღეს ზელენსკის რომ აღიარებამდე დაეწყო სამხედრო მოქმედებები, იქნებოდა თუ არა შეცდომა? - რა თქმა უნდა, იქნებოდა!“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.