ავტორი:

"უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, თავს ესხმიან მშვიდობიან ქალაქებს - მსოფლიომ უნდა შეაჩეროს პუტინი" - კულება

"უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, თავს ესხმიან მშვიდობიან ქალაქებს - მსოფლიომ უნდა შეაჩეროს პუტინი" - კულება

მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს ის პუტინმა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.

"თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა დაიცავს თავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. მოქმედების დრო ახლავეა", - დაწერა მან „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა დღეს შუა ღამიდან 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

კანონპროექტი უკრაინის პარლამენტმა ახლახან დაამტკიცა. კანონპროექტი მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას დააწესოს "კომენდანტის საათი" საჭიროების შემთხვევაში. უკრაინა დააწესებს შეზღუდვებს ციფრული და რადიო საკომუნიკაციო სერვისების მთელ რიგზეც, რამაც, მთავრობის თქმით, შესაძლოა სიტუაციის გამწვავება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, სამხედრო რეზერვისტებს ქვეყნის დატოვების უფლება არ ექნებათ. დეკლარაციით საგანგებო მდგომარეობა ეხება მთელ უკრაინას, ორი აღმოსავლეთის რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის გარდა. შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარდა. კანონპროექტი რადას წარედგინა დასამტკიცებლად.