ავტორი:

უკრაინა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს

უკრაინა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს

რამდენიმე წუთის წინ, გავრცელდ აინფორმაცია, რომ უკრაინა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს.

ქვეყნის მასშტაბით აფეთქებების ხმა ისმის, რამდენიმე აფეთქება მოხდა კიევშიც.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სამხედრო ოპერაციას იწყებს. უკრაინის სხვადასხვა ქალაქში კი აფეთქებების ხმა ისმის. მანამდე ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში განაცხადეს, რომ უკრაინის საზღვართან სამოქალაქო თვითმფრინავები "მაღალი რისკის“ ქვეშ არიან.

"ავიაოპერატორებს ვახსენებთ, რომ ეს არის აქტიური კონფლიქტის ზონა,“ - ნათქვამია ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.

ოპერატორებმა უნდა გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე და მოერიდონ საჰაერო სივრცის გამოყენებას „რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 100 საზღვაო მილის“ მანძილზე.

"კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროპორტები სამხედრო მოქმედებების სამიზნეა, რაც იწვევს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. სახმელეთო და საჰაერო სადესანტო საბრძოლო სისტემების ფართო სპექტრის არსებობა და შესაძლო გამოყენება მაღალი რისკის ქვეშ აყენებს სამოქალაქო ავიარეისებს, ნებისმიერ სიმაღლეზე ფრენისას,“ - აცხადებენ უწყებაში.

myquiz