რუსული ჯარები ოდესაში დაეშვნენ და საზღვარს უკრაინის ქალაქ ხარკოვში კვეთენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტები უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე, ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებენ.
როგორც გერაშჩენკომ ჟურნალისტებთან საუბარში დასძინა, მას ქალაქ დნეპრის მერი ბორის ფილატოვი დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კიევის მახლობლად მდებარე ვასილკოვსკის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.