24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, მათ შორის ბელარუსიდანაც.
"დაახლოებით დილის 5:00 საათზე რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკის საზღვრებიდან, უკრაინას თავს დაესხა რუსული ჯარები, რომლებსაც ბელორუსი მხარს უჭერდა“, - აცხადებს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.
უკრაინის მიერ კონტროლირებადი ლუგანსკის ნაწილში საყოველთაო ევაკუაცია გამოცხადდა.
CNN-ის რეპორტიორების ცნობით, დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, ადგილობრივი დროით დილის 7:45 საათისთვის გაისმა საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა. საჰაერო თავდასხმის საფრთხეზე მიუთითებს ქალაქ კიევში გაჟღერებული სირენების ხმაც.
ხარკოვის მერმა კი "ფეისბუქის" საშუალებით მოუწოდა ხალხს, რომ არ დატოვონ სახლები: "გთხოვთ, დღეს არ დატოვოთ თქვენი სახლები. რთული სიტუაციის გამო, სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვა დაწესებულებები დღეს არ მუშაობს - სანამ სიტუაცია არ გაირკვევა", - თქვა მერმა იგორ ტერეხოვმა ხუთშაბათს დილით "ფეისბუქპოსტში".
ქალაქის მასშტაბით, კედლებზე დახატული წითელი ისრები მიუთითებს უახლოესი ბომბის თავშესაფრების ადგილებზე. ისინი პირველად 2014 წელს ქვეყნის აღმოსავლეთში ომის დროს განათავსდა, მაგრამ ახლახან ხელახლა გადაღებეს, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს მაცხოვრებლებისთვის.