ავტორი:

"ჯერჯერობით კიევში საომარი მოქმედებების ხმა არ ისმის... თუ საჭირო გახდა, მზად ვარ ჩავერთო ნებისმიერ პროცესში" - რას ჰყვება გიორგი ვაშაძე, რომელიც ახლა კიევში იმყოფება

"ჯერჯერობით კიევში საომარი მოქმედებების ხმა არ ისმის... თუ საჭირო გახდა, მზად ვარ ჩავერთო ნებისმიერ პროცესში" - რას ჰყვება გიორგი ვაშაძე, რომელიც ახლა კიევში იმყოფება

პარტია "სტრატეგია აღმაშნებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კიევში იმყოფება. მისი თქმით, ჯერჯერობით კიევში საომარი მოქმედებების ხმა არ ისმის. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, იგი საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს და თუ საჭირო გახდა, მზადაა ჩაერთოს ნებსიმეირ პროცესში.

"ჯერჯერობით კიევში ვარ, აქ არ ისმის საომარი მოქმედებბის ხმა, არ მგონია, რომ ჯერჯერობით ქალაქში დაიწყოს საომარი ქმედება, ვფიქრობ, რომ სწორია, რომ აქ ვარ. აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ბევრი საქმე გვაქვს გაკეთებული. საჰაერო მიმოსვლა ჩაკეტილია, საავტომობილო გზები ჯერ გახსნილია, თუმც საჭირო გახდა, აქ რეკომენდაციაა, რომ ზედმეტი გადაადგილებისგან ყველამ თავი შეიკავოს. რუსეთმა ომი დაიწყო ყველა მიმართულებით. ბევრი ადამიანი იყო, ვინც ფიქრობდა, რომ პუტინი ამას არ იზამდა, მაგრამ მაინც წავიდა აგრესიულ ქმედებაზე, მან ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ცივილიზებულ სამყაროს, ეს ხომ მხოლოდ უკრაინასთან ომი არ არის. ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევა, როგორც დონეცკი-ლუგანსკის მიმართულებიდან, ისე ბელორუსიის მიმართულებიდან, ერთიანი ძალებით უტევს რუსეთი. საჰაერო მიმართულებას რაც შეეხება, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდო. უკრაინელები ძალიან მომზადებულები არიან, როგორც ჯარი, როგორც თავდაცვის სისტემა. არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს ომი, პუტინს შეიძლება უნდა კიევიც აიღოს, უკრაინაც და მთელი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის პასუხი. რუსეთის მიზანია კიევის აღება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა უკრაინაში, ეს ინფორმაცია დასტურდება, რომ პუტინი აპირებს მთლიანად უკრაინის აღებას.

მარტივი გასეირნება არ ექნება პუტინს. სანქციები უფრო ფართომასშტაბიანი უნდა იყოს და დიდი დარტყმა მიიღოს რუსეთმა. ასევე, მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება შეიარაღებით და პირდაპირი კონტაქტი პუტინთან, რათა პირად საუბრებში აიძულონ ის." - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში.