ამ რთულ დროს ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამვჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ტვიტერში“ წერს.
"სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად და უზრუნველყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა. რთულ დროს ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,“- წერს შალვა პაპუაშვილი.