ავტორი:

"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია" - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიმართოს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია.

"ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში აფეთქების ხმა ქალაქის აღმოსავლეთიდან ბორისპოლის აეროპორტის მიდამოებიდან ისმოდა. უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

მათი ცნობით, ოდესის ოლქში, პოდოლსკიში მდებარე სამხედრო ნაწილზე თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. ასევე დაკარგულია 19 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ მარიუპოლიში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს ლიდერებთან კონსულტაციებს განაგრძობს.

"მსოფლიო ჩვენთანაა. ვაგრძელებ მოლაპარაკებებს ლიდერებთან. მივიღე მხარდაჭერა კატარის ემირისგანაც“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.