ავტორი:

"მინდა მოგმართოთ სიტყვით, რომლითაც არასდროს მომიმართავს" - სააკაშვილი უკრაინის მოვლენებს სასამართლოზე გამოეხმაურა

"მინდა მოგმართოთ სიტყვით, რომლითაც არასდროს მომიმართავს" - სააკაშვილი უკრაინის მოვლენებს სასამართლოზე გამოეხმაურა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვლადიმერ პუტინის მიზანი უკრაინის სახელმწიფოს გაქრობაა. მისივე თქმით, დღეს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ 2008 წელს ომი გარდაუვალი იყო და რუსეთის პრეზიდენტს საქართველოში შემოჭრისთვის მიზეზი არ სჭირდებოდა.

"მინდა მოგმართოთ სიტყვით, რომლითაც არასდროს მომიმართავს. პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ ომის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, რასაც შემდეგ მოჰყვება საქართველოს უბრძოლველად შეერთება. ახლა მაინც ხომ დარწმუნდა ყველა, რომ რაც არ უნდა მექნა 2008 წელს, სულ რომ ერთი ტყვია არ გვესროლა, პუტინს არ სჭირდებოდა საბაბი აქ შემოსაჭრელად.

ზელენსკიმ ყველაფერი გააკეთა რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციისთვის. ჩვენ ამ ომს თავიდან ვერ ავიცილებდით. ეს არის დიდი ტრაგედია. ამ ომს მოჰყვება დიდძალი მსხვერპლი უდანაშაულო ადამიანების. კარგი ამბავი არის ერთი - რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, მალე ეს ყველაფერი მიგვიყვანს რუსეთის იმპერიის ჩამოშლამდე. რუსეთმა გადაწყვიტა გაგვაუქმოს ჩვენ, ომი გამოუცხადა მსოფლიოს და მსოფლიო დასჯის მას ისე, როგორც არასდროს არავინ დაუსჯია.

უკრაინელები არასოდეს დავნებდებით. ამას ვამბობ, რომ მაქვს უკრაინის პასპორტი და ამ ქვეყანაში ჩემი ცხოვრების 20 წელი მაქვს გატარებული" - აღნიშნა სააკაშვილმა.