ავტორი:

"მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელებს - მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს ყველა ზომა" - საგარეო უწყება

"მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელებს - მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს ყველა ზომა" - საგარეო უწყება

ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად.

"ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.

მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად,“- ნათქვამია განცხადებაში.