უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 24 თებერვლის ღამიდან ამ დრომდე, 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.
არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის აგრესიას. არესტოვოჩის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას აქვს მონაცემები სამოქალაქო მოსახლეობას შორის დანაკარგის შესახებ, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის 10-მდე დაღუპულზე.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაცილებით დაძაბულია ვითარება გაერთიანებული საოპერაციო ძალების ოპერაციის ზონაში ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, სადაც მძიმე ბრძოლა გრძელდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის.