ავტორი:

"მიშა, შეწყვიტე შიმშილობა... როცა უკრაინას თავს დაესხნენ, საკუთარ თავზე ყურადღების გადატანის მცდელობა არასწორია" - გია ნოდია

"მიშა, შეწყვიტე შიმშილობა... როცა უკრაინას თავს დაესხნენ, საკუთარ თავზე ყურადღების გადატანის მცდელობა არასწორია" - გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, შიმშილობა შეწყვიტოს. როგორც ის წერს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ექსპრეზიდენტის მხრიდან მის ჯანმრთელობაზე ყურადღების გადატანა არასწორია.

"მიშა, შეწყვიტე შიმშილობა, ახლა ამის დრო არაა. როცა უკრაინას თავს დაესხნენ, საკუთარ თავზე ყურადღების გადატანის მცდელობა არც მორალურად და არც პოლიტიკურად არ არის სწორი" - წერს ნოდია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. სასამართლო პროცესზე ექსპრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა და კიევში სამედიცინო ტრანსფერით გადაყვანა ითხოვა.

სააკაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება მის წინადადებას დათანხმდება, ის პირობას დებს, რომ საქართველოში დაბრუნდება და ასევე მის მომხრეებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"თქვენ იცით, რომ ციხეებში გადატანილი ტრავმების შედეგად განმივითარდა მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. მართლა მეცოდებიან ციხის ექიმები, რომლებიც ძალიან რთულ პირობებში არიან, რომ ეს სიმპტომები დაასტაბილურონ, რადგან სიმპტომები სულ უფრო მძიმდება. ეს დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს. მოგმართავთ, რომ დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში. გადამივადოთ განაჩენი დროებით სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.

მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ პრეზიდენტ ზელენკის ოფისის გვერდით და დღესაც მუშაობს, სხვათა შორის, მათთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად, სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდება, ამის შემდეგ პატიოსან სიტყვას გაძლევთ და მე ჩემს სიტყვას არასდროს ვარღვევ, ვთქვი, რომ ჩამოვიდოდი და ჩამოვედი, ვიცოდი, რითი დამთავრდებოდა. თუ გადაწყვეტთ ამ სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელსაც უსამართლოდ მივიჩნევ, პირველივე გამოძახებაზე თბილისში ჩამოვალ. თქვენ იცით, რომ ეს ასე იქნება, თუ რა თქმა უნდა, ცოცხალი დავრჩი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ ხდება. თუ კიევში ჩემს ტრანსფერს დათანხმდებით, განახორციელებს მესამე დიდი ევროპული ქვეყანა, რომლისგანაც შემოთავაზება გაქვთ და იცით, რომ ეს შემოთავაზება არაერთგზის ყოფილა. თუ თქვენ ამ წინადადებას დათანხმდებით, მოვუწოდებ ყველა მომხრეს, საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ ამ პერიოდში. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან დაკავშირებული ნებისმიერი საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ“,-განაცხადა სააკაშვილმა.