როგორც Reuters-ი იტყობინება, ბელგიას სურს ევროპის ყველა ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემა შეწყვიტოს, მათ შორის სასწავლო, სამუშაოსა და ტურისტული მიზნებისთვისაც კი. ეს გადაწყვეტილება ბელგიის თავშესაფრისა და მიგრაციის უმცროსი მინისტრის მიერ გახმაურდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი წამოიწყო.
"რუსეთის უგუნური თავდასხმა უკრაინაზე გვაიძულებს, სიფრთხილე გამოვიჩინოთ იმ რუს მოქალაქეებთან, ვისაც ბელგიაში ჩამოსვლა სურს", - ამბობს თავშესაფრისა და მიგრაციის უმცროსი მინისტრი სემი მაჰდი განცხადებაში.
მისი თქმით, "ამ მომენტისთვის რუსების აქ შემოსვლა არ არის მისასალმებელი და მათთვის სავიზო აკრძალვის შემოღებაც არ უნდა იყოს ტაბუ".
ბელგიის პრემიერ მინისტრს - ალექსანდრე დე კროს, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა ცნობილია, რომ ის დღეს ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერს შეხვდება, რათა რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივად სანქციები დააწესონ.
წყარო: Reuters
თარგმნა ანა სიბოშვილმა