პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება, რუსეთის უკრაინაში შეჭრის თაობაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენას ითხოვენ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება, რუსეთის უკრაინაში შეჭრის თაობაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენას ითხოვენ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება, რუსეთის უკრაინაში შეჭრის თაობაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენას ითხოვენ.

ოპოზიციის მიერ ინიცირებულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოთხოვნილია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესაბამისი მიმართვის თანახმად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 25 თებერვალს, შემდეგი დღის წესრიგით უნდა ჩატარდეს:

1. პრემიერ-მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების შესახებ;

2. საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობის, ქმედითი დახმარების აღმოჩენის, მათ შორის ჰუმანიტარული, ასევე უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე თხოვნას ხელს მოაწერს.

“მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან. ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო (როგორც კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას), ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხია და საჭიროა საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ვიყავით, ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე. ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში.