სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური,“ აქტიურად განაგრძობს როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით.
ამჯერად მან გეზი ბათუმისკენ აიღო და თავის ერთგულ მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ ფილიალს ბათუმში, ალექსანდრე პუშკინის #37-ში სთავაზობს, სადაც „კარფურის“ მოყვარულებს მეგობრული და სასიამოვნო გარემო დახვდებათ.
კარფურის ახალი სუპერმარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.
რაც მთავარია, მაღალი ხარისხის პროდუქციის გარდა, კარფური ინარჩუნებს ლიდერობას ხელმისაწვდომი ფასების მიმართულებითაც.
გარდა ამისა, კარფური საქართველოში მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს. ფრანგული ბრენდი ყოველთვიურად ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებულ სიურპრიზებს, მრავალფეროვან საჩუქრებს და სახალისო აქტივობებს შესთავაზებს, გამონაკლისი არც ბათუმის ახალი სუპერმარკეტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
2012-ში ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში კარგი განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის საქართველოში კარფური 66 მაღაზიითა და 3000-მდე თანამშრომლით არის წარმოდგენილი.
ახალი, მეხუთე ფილიალი ბათუმში, ალექსანდრე პუშკინის #37-ში მდებარეობს და ის მომხმარებლებს ყოველდღე, დილის 9:00 დან ღამის 22:00 - საათამდე მოემსახურება.
ბრენდის გაფართოებამ, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო გაუსვა ხაზი მის მზადყოფნას, გაზარდოს ქართველი მომხმარებლებისათვის განსაკუთრებული, ხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომობა, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნით.
R