ავტორი:

"ვწუხვართ, რომ რუსეთი და უკრაინა, რომლებსაც განვიხილავთ მეგობარ ქვეყნებად, აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ" - ერდოღანი

"ვწუხვართ, რომ რუსეთი და უკრაინა, რომლებსაც განვიხილავთ მეგობარ ქვეყნებად, აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ" - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაგმო რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ და მას მიუღებელი უწოდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.

"ეს ნაბიჯი, რომელიც ჩვენ საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ ვიხილეთ, რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობისთვის მიყენებული დარტყმაა“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი განმარტებით, მას სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

"ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ, რომ რუსეთი და უკრაინა, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ მეგობარ ქვეყნებად და რომლებთანაც გაქვს ახლო პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობები, ამგვარად აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ.

ჩვენს როლს შევასრულებთ, რათა უზრუნველვყოთ უკრაინაში მცხოვრებთა უსაფრთხოება, განსაკუთრებით ეს ეხებათ თურქეთის მოქალაქეებს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.