ავტორი:

"ჩვენი ყველაზე საშინელი შიშები ახდა, უთვალავი რაკეტა და ბომბი აწვიმდა უდანაშაულო ხალხს... დაწესდება მასშტაბური სანქციები" - ბორის ჯონსონი

"ჩვენი ყველაზე საშინელი შიშები ახდა, უთვალავი რაკეტა და ბომბი აწვიმდა უდანაშაულო ხალხს... დაწესდება მასშტაბური სანქციები" - ბორის ჯონსონი

ვლადიმერ პუტინი თავს დაესხა მეგობარ ქვეყანას ყოველგვარი პროვოკაციისა და სარწმუნო საბაბის გარეშე, - ასე აფასებს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, სატელევიზიო მიმართვაში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით არსებული შიშები გამართლდა და პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები, "რუსეთს უფრო მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ“.

"ვლადიმერ პუტინი თავს დაესხა მეგობარ ქვეყანას, ყოველგვარი პროვოკაციისა და სარწმუნო საბაბის გარეშე. უთვალავი რაკეტა და ბომბი აწვიმდა სრულიად უდანაშაულო მოსახლეობას. ფართომასშტაბიანი შეჭრა ხდება ხმელეთის, საჰაერო და საზღვაო გზით.

ჩვენი ყველაზე საშინელი შიშები ახლა ახდა და ყველა ჩვენი გაფრთხილება ტრაგიკულად ზუსტი აღმოჩნდა.

დაწესებული იქნება მასშტაბური ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ, უკრაინაში შეჭრის გამო, რომელიც დროულად არის შემუშავებული, რუსეთის ეკონომიკის შეფერხებისთვის“, - განაცხადა ჯონსონმა.

ამასთან, ბორის ჯონსონმა მის სატელევიზიო მიმართვაში, რუს ხალხსაც მიმართა.

"არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი თქვენი სახელით გაკეთდა, ან რომ თქვენ გსურთ გარიყულის სტატუსი, რომელსაც ეს ომი პუტინის რეჟიმს მოუტანს“, - განაცხადა ჯონსონმა.