ავტორი:

"მკვლელისგან ხელფასს არ ავიღებ... ვტოვებ თანამდებობას" - რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი გადადგა

"მკვლელისგან ხელფასს არ ავიღებ... ვტოვებ თანამდებობას" -  რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი გადადგა

რუსეთის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ელენა კოვალსკაია თანამდებობიდან გადადგა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მიიღო.

“მეგობრებო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პროტესტის ნიშნად სახელმწიფო თეატრის [ЦИМ] დირექტორის თანამდებობას ვტოვებ. შეუძლებელია იმუშაო მკვლელისთვის და მისგან იღებდე ხელფასს”, – დაწერა "ფეისბუქზე" კოვალსკაიამ.