ჩვენი მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ძალიან მოკლე და მარტივია: პირველი, შემოიღეთ ყველაზე ხისტი სანქციების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ; მეორე, მაქსიმალურად მოახდინეთ რუსეთის ფედერაციის, სახელმწიფო აგრესორის იზოლაცია , - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს.
როგორც ელჩმა აღნიშნა, დღეს უკრაინისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეიარაღებისა და იარაღის მიწოდება, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"ჩვენ ასევე, ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი გვაქვს და ეს მხარდაჭერა იგრძნობოდა ომის წინა დღეებში, სანამ აგრესორი შეიჭრა ჩვენს სახელმწიფოში. ჩვენი მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ძალიან მოკლე და მარტივია: პირველი, შემოიღეთ ყველაზე ხისტი სანქციების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მეორე, მაქსიმალურად მოახდინეთ რუსეთის ფედერაციის, სახელმწიფო აგრესორის იზოლაცია. საკუთრი ქმედებით რუსეთის ფედერაცია საკუთარი თავი დააყენა კანონის მიღმა და შექმნა თავისთვის სრული იზოლაციის პირობები. მესამე ჩვენ რაც დაგვჭირდება, ეს არის შეიარაღება და იარაღი. უკრაინული ჯარი უფრო ძლიერია, ვიდრე 2014 წელს, მაგრამ ბატონმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოამზადოს რეზერვი და ამ რეზერვისთვის ჩვენ გვჭირდება შეიარაღება, მაგრამ ძალიან აქტიურია სამხედრო მოქმედებები და ამიტომ საჭიროა მუდმივად საბრძოლო მასალის მიწოდება. მეოთხე, რასაც საჭიროებს უკრაინა, ეს არის ფინანსური დახმარება. ასევე რაც სჭირდება უკრაინას, ეს არის ჰუმანიტარული დახმარება.
ეს ყველაფერი ხდებოდა წინა დღეებშიც, მაგრამ დღეს სამწუხაროდ, ეს უკვე არ არის საკმარისი. საფრთხის ქვეშ არის 40 მილიონი უკრაინელის, ჩემი თანამემამულის სიცოცხლე. ჩვენ არავის არ ვემუქრებით, უკრაინა არავის არ ესხმოდა თავს, ისევე როგორც ნატო არავის ესხმოდა თავს. ჩვენზე თავდასხმა განახორციელა ბირთვულმა სახელმწიფომ. რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს. თავისუფლება, დემოკრატია აღმოჩნდა რუსული შეიარაღებული ძალების მიზანში. იმედი გვაქვს, რომ საერთშორისო თანამეგონრბობა მოიკრებს ყველა ძალისხმევას და დაეხმარება აგრესორის შეჩერებაში. ომი არის ადამიანური მსხვერპლი, ისინი გმირები არიან. ჩვენ უკვე ვკარგავთ ჩვენს ჯარისკაცებს, ოფიცრებს და დამცველებს. ჩვენთან ამბობენ, რომ გმირები არ კვდებიან. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს“, - განაცხადა ელჩმა.