ავტორი:

კიევში "კომენდანტის საათი" ამოქმედდება

კიევში "კომენდანტის საათი" ამოქმედდება

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს გადაწყვეტილებით, უკრაინის დედაქალაქში ე.წ. "კომენდანტის საათი" წესდება. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.

"დღეიდან, კიევში "კომენდანტის საათი" წესდება, რომელიც 22:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. ეს იძულებითი ნაბიჯია, თუმცა, სამხედრო აგრესიის და სამხედრო მდგომარეობის პირობებში აუცილებელია დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. "კომენდანტის საათის" მოქმედების დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. თუმცა, მეტროპოლიტენის სადგურები ღია იქნება სადღეღამისო რეჟიმში, როგორც თავშესაფრები“, - განაცხადა მერმა.

მანვე კიეველებს მოუწოდა, დროულად დაბრუნდნენ სახლებში.

ამასთან, მედიის წარმომადგენლებისთვის და სხვა კრიტიკულად აუცილებელი პროფესიის წარმომადგენლებს, "კომენდანტის საათის" განმავლობაში გადაადგილებისას, თან უნდა ჰქონდეთ გადაადგილების უფლების დოკუმენტები.