ავტორი:

"ჩემი შვილი ომში წავიდა, ილოცე მისთვის..." - რას წერს პოეტი ნატო ინგოროყვა უკრაინელ მეგობარზე?

"ჩემი შვილი ომში წავიდა, ილოცე მისთვის..." - რას წერს პოეტი ნატო ინგოროყვა უკრაინელ მეგობარზე?

უკრაინაში რუსეთში შეჭრას უამრავი ქართველი ეხმაურება. ამ წუთებშიც რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც საქართველოს უამრავი მოქალაქეა შეკრებილი. დღის მანძილზე სოციალურ ქსელში ქართველები წერდნენ უკრაინაში მყოფ თავიანთ ახლობლებზე. საქართველო, როგორც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყანა, გვერდში უდგას უკრაინას.

პოეტი ნატო ინგოროყვა სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. ქალბარონი ნატო წერს თავის უკრაინელ მეგობარზე, რომელმაც მისი წიგნები ქართულიდან უკრაინულ ენაზე თარგმნა...

ნატო ინგოროყვა:

"ჩემი შვილი ომში წავიდა, ილოცე მისთვის, ნატო. მას მიხაილო ჰქვია", - მწერს ჩემი უკრაინელი მეგობარი და ჩემი წიგნების მთარგმნელი ნატალია ტროხიმი. ვილოცოთ მიხაილოსთვის და უკრაინისთვის...

ნატალია ტროხიმი უკრაინელი პოეტი, მთარგმნელი და გამომცემელია, დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ხმელნიცკში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ლვოვში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საბავშვო სალიტერატურო-მთარგმნელობით სტუდიას - "გოლოსი“ და ასევე გახლდათ მხატვრული თარგმანის საბავშვო ფესტივალის ორგანიზატორი.