თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი, ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს.
უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ფარნები აანთეს და უკრაინის ჰიმნი ჩართეს.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეჩერდნენ.
აქციის მონაწილეებს უჭირავთ უკრაინისა და საქართველოს დროშები და უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები.
აქციას შეუერთდნენ ბაიკერებიც. ამასთან, ხალხმრავალი აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.