ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს და წერს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ თამაშზე იმიტომ, თქვა უარი, რომ "შალკე 04"-ის მაისურზე რუსული გაზპრომის სახელი ეწერა, რაც მისთვის "პრინციპულად მიუღებელი იყო.
"2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, "შალკე 04"-ის შემადგენლობაში ვთამაშობდი. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო მოედანზე გამოვსულიყავი მაისურით, რომელსაც რუსული კომპანიის "გაზპრომის" სახელი ეწერა.
ამიტომ უარი ვთქვი, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ მეთამაშა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩემი ყოფილი კლუბი უარს ამბობს, მაისურზე ეწეროს რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანიის სახელი", - წერს კობიაშვილი.