ავტორი:

"ჩვენი ჯარი არ ჩაერთვება სამხედრო კონფლიქტში... მაგრამ განვათავსებთ ევროპულ საზღვრებში საკუთარ ძალებს" - ჯო ბაიდენი

"ჩვენი ჯარი არ ჩაერთვება სამხედრო კონფლიქტში... მაგრამ განვათავსებთ ევროპულ საზღვრებში საკუთარ ძალებს" - ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთი წინააღმდეგ სანქციათა მორიგი პაკეტი წარადგინა. როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, "ეს იქნება იატორიაშიარნახული სანქციები".

ბაიდენის თქმით, აშშ-ი არ აპირებს საკუთარი ჯარი საომრად გაუშავს ევროპაში, მაგრამ გეგმავს სამხედროების განთავსებას "ევროპულ საზღვრებში."

"ჩვენი ძალები არ ჩაერთვებიან სამხედრო კონფლიქტში, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, ჩვენ არ წავიყვანთ ჩვენს ჯარს ევროპაში საომრად, მაგრამ განვათავსებთ ევროპულ საზღვრებში ჩვენს ძალებს და ეს იქნება სრული თავდაცვისთვის აშშ-ს მხრიდან. ჩვენი ძალები ევროპაში მიდიან არა იმისთვის, რომ უკრაინაში იომონ, არამედ დაიცვან ნატო-ს მოკავშირეები და განამტკიცონ ალიანსი აღმოსავლეთში. აშშ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს დაიცავს ამერიკული ძალის სრული შემადგენლობით " - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და ალიანსის წევრ ქვეყნებს საერთო პოზიციები აქვთ.