ავტორი:

"დღეს ისევ დაიწყო ნადირობა. მის “უდიდებულესობას” მოუნდა უფრო მეტი, კიდევ მეტი და საერთოდ უსასრულობა, რა ვერ გავიგეთ?!" - ნათია თოდუა

"დღეს ისევ დაიწყო ნადირობა. მის “უდიდებულესობას” მოუნდა უფრო მეტი, კიდევ მეტი და საერთოდ უსასრულობა, რა ვერ გავიგეთ?!" - ნათია თოდუა

მომღერალი ნათია თოდუა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, სოციალურ ქსელში უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმაურება.

ნათია თოდუა:

"მე ვარ ნათია თოდუა, 25 წლის, ჯერ ისევ დევნილი აფხაზეთიდან…

ჩემთვის ალბათ ყველაზე გაურკვეველი შეგრძნება და შინაგანი ქაოსია ამ სტატუსით ცხოვრება.

თითქოს სადღაც ხარ, მაგრამ რეალურად არსად არ ხარ, რადგან შენი სახლის კარი შენთვის აღარ არის ღია!

დღეს ისევ დაიწყო ნადირობა. მის “უდიდებულესობას” მოუნდა უფრო მეტი, კიდევ მეტი და საერთოდ უსასრულობა, რა ვერ გავიგეთ?!

ეს არის არა რუსების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “პუტინის ომი” და ის ამ ომს წააგებს!

#არადევნილობას #არაომს

ძალა სიყვარულშია".