უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ანტონ გერაშჩენკო "ფეისბუქში" აქვეყნებს 13 წლის ბიჭის პასპორტის ფოტოს, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ საომარი მოქმედებებისას დაიღუპა.
"ვაქვეყნებ პუტინის მიერ მოკლული ანტონ ტარასენკოს პასპორტის ფოტოს. ამ გარდაცვლილ ბავშვს თვალებში ჩახედოს მთელმა მსოფლიომ, მთელმა რუსეთმა. რუსებო, უნდა გრცხვენოდეთ, რომ პუტინს უკრაინელი ბავშვების დახოცვის უფლება მიეცით!" - წერს გერაშეჩენკო.