ავტორი:

"საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეშფოთებულია მოლდოვასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო სამხედრო თავდასხმის გამო" - მედია

"საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  შეშფოთებულია  მოლდოვასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო სამხედრო თავდასხმის გამო" - მედია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას ცდილობს.

"ეს არის ტოტალური ომი. პუტინმა გადაწყვიტა ამოიღოს უკრაინა ქვეყნების რუკიდან", - აღნიშნა ლე დრიანმა რადიო France Inter-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

ჟან-ივ ლე დრიანმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი "შეშფოთებულია" ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის, მოლდოვასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი მიერ შესაძლო სამხედრო თავდასხმის განხორციელების გამო.

ინფორმაციას გამოცემა "დოიჩე ველე“ ავრცელებს.