საბრძოლო დანაკარგების დასაფარად რუსეთი ყველაფერზე მიდის - მობილური კრემატორიუმები რუსი ჯარისკაცების კვალდაკვალ

საბრძოლო დანაკარგების დასაფარად რუსეთი ყველაფერზე მიდის - მობილური კრემატორიუმები რუსი ჯარისკაცების კვალდაკვალ

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მსოფლიოში ბევრი დააფიქრა პუტინის არაჯანსაღ ფსიქიკაზე. ვლადიმერ პუტინმა მსოფლიო კიდევ ერთხელ შეაძრწუნა მას შემდეგ, რაც მობილური კრემატორიუმების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ეს მანქანები, რომლებიც ბრძოლის ველზე რუს სამხედროებთან ერთად გადაადგილდებიან, მათი დაღუპვის შემთხვევაში ცხედრების კრემაციისთვის არის გამიზნული, რათა რუსეთის საბრძოლო დანაკარგები ბოლომდე გაურკვეველი დარჩეს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, რუსული მობილური კრემატორიუმების შესახებ საუბრობს და ამას შემზარავს უწოდებს. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მანქანის ვიდეო, რომელიც უკრაინისკენ მიმავალ რუს სამხედროებს უკან მიჰყვებოდა. ბენ უოლესი ფიქრობს, რომ ეს განსაკუთრებით ღრმად შემაშფოთებელი იქნება ნებისმიერი რუსი ჯარისკაცისთვის. ის შიშობს, რომ რუსეთს საკრემაციო მანქანები ომის მსხვერპლის დაფარვაში დაეხმარება: "ადრე ისინი მობილურ კრემატორიუმებს ბრძოლის ველზე განალაგებდნენ, რათა თვალყური ედევნებინათ სამხედროებისთვის, რაც შემზარავია".

თავდაცვის მინისტრი ფსიქოლოგიურ ასპექტებზეც ლაპარაკობს:

"მე რომ რუსი სამხედრო ვიყო და ვიცოდე, რომ ჩემი გენერლები იმდენად არ მენდობოდნენ, რომ მობილური კრემატორიუმებით დამდევდნენ უკან, ანდაც მშობელი რომ ვიყო ბიჭის, რომელიც იბრძვის და ჩემი მთავრობა ფიქრობდეს, რომ დანაკარგის დაფარვის ყველაზე კარგი საშუალება მობილური კრემატორიუმია, ძალიან, ძალიან ავღელდებოდი. წარმოიდგინეთ, ბრძოლის ველზე ამ მანქანის ხმა გესმის და იცი, რომ შენი სიკვდილის შემთხვევაში, ის შენს გასაქრობადაა მზად, ეს საშინელებაა. ეს ბევრს გვეუბნება რუსულ რეჟიმზე".

ბენ უოლესის თქმით, გაერთიანებულ სამეფოს 1000 თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც მზად არიან კრიზისზე რეაგირებისთვის.

”შოტლანდიელმა გვარდიამ 1853 წელს ყირიმში ცარ ნიკოლოზ I-ს მძიმე დარტყმა მიაყენა - ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია იმავეს გაკეთება", - ამბობს ის.

წყარო: telegraph

მოამზადა ანა სიბოშვილმა